სესია პარლამენტში

უკვე რამდენიმე თვეა საპარლამენტო ოპოზიცია აფგან მუხთარლის და აჰმედ ჩატაევის საქმეებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს. საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. უმრავლესობა კი პოზიციას დღევანდელი დებატების შემდეგ ჩამოაყალიბებს.

უვადოდ გამწესებული მოსამართლეები - პრემიერის განცხადება

უვადოდ გამწესებულ მოსამაართლებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერს კითხვები აქვს. მთავრობის მეთაურის მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის გამწესებამ გამოიწვია.

მკვლელობა თემქაზე

შურისძიების მოტივით, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. პროცესს, ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც დაკავებული იმყოფება მისი ადვოკატიც დაესწრება. მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით კი რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი პროკურატურას მიმართავს

დემირელის კოლეჯის მენეჯერმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი შოთაძის უწყებაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. 

მოზარდების მკვლელობის საქმე

საქალაქო სასამარღლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დახურული სხდომა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

კალათბურთი: ავსტრია VS საქართველო

ჩვენი დროით 21 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაზე მორიგ, რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ვენის “შვეტახ არენაზე” ავსტრიას დაუპირისპირდება.

ხანძარს თბილისში მამაკაცი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ხანძარი ვაზისუბანში. საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთ ბინაში გაჩენილ ცეცხლს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, სადარბაზოში ელექტროსადენების მძაფრი სუნი იგრძნეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვავი გახდა. ინსულტის დიაგნოზის მქონე მამაკაცი იმ დროს ბინაში მარტო იმყოფებოდა.

საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული ოქრო და ვერცხლი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი ამხილეს. 

უგულავას შეხვედრა მოსახლეობასთან

სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს ხონის სოფელ კონტუ-ათის მოსახლეობა. პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატთან გიგი უგულავასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ გადათხრილი გზების გამო გადაადგილება შეუძლებელია. 

"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!"

სოლიდარობა მუშებს. ‘’ "მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია- მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. მსვლელობა ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყობა. 

ეუთოს ზამთრის სესია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ავსტრიაში. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და დაძლევის გზებზე მსჯელობენ.

მილანის მოდის კვირეული

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გუჩის ჩვენება შედგა. მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიშელემ მოდის მიმდევრები კიდევ ერთხელ გააოცა. მოდის კვირეულის ფარგლებში შემოდგომა-ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია შედგა. 

მონტენეგროში აშშ-ის საელჩოსთან უცნობმა პირმა თავი აიფეთქა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, აშშ-ის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.  გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 12 საათზე მოხდა. 

აფეთქება მიანმარში

მიანმარში აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 კი მძიმედ არის დაშავებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მიანმარის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცახდებით საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამ დროისთვის პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ეძებს. 

ბერლინალეს გამარჯვებული

რიგით 68-ე ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში მთავარი ჯილდო ოქროს დათვი მსახიობ უილიამ დეფოს ერგო. დეფოს კარიერა 100-ამდე ფილმს ითვლის. მას ისეთ ცნობილ რეჟისორებთან უმუშავია, როგორებიც ილივერ სტოუნი და მარტინ სკორსეზე არიან. 

დონალდ ტრამპი ფლორიდის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებდა და მშობლებს შეხვდა. პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებლად შემოწმდებიან ის ადამიანები, რომლებიც იარაღის ყიდვის სურვილს გამოთქვამენ, აქვე ტრამპმა მასწავლებლების შეიარაღების იდეას დაუჭირა მხარი. 

რომი შნაიდერი ბერლინის კინოფესტივალზე

ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში რომი შნაიდერის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა შედგა. „3 დღე ქუიბერონში“ სწორედ ასეთი დასახელების არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობის ისტორია.

ახალი ბრიტანული პარტია ბრექსიტის წინააღმდეგ

ბრიტანეთში ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ბრექსიტის“ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. პარტიის წარმომადგენლების თქმით მათი შთაგონების წყაროდ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იქცა. კამპანიის მიზანია ჩაშალონ ყველა გარიგება, რომელიც ტერეზა მეის ინიციატივით ევროკავშირის დატოვებას ეხება. 

სირიის საკითხი

თურქეთი იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ქალაქ მანბიჯში დაგეგმილი ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დადგება და ქალაქთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას აშშ-სთან დიალოგის საშუალებით მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირდებით განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

საპროტესტო აქცია თეთრი სახლის წინ

ვაშინგტონში რამდენიმე სკოლის მოსწავლემ თეთრი სახლის წინ მწოლიარე საპროტესტო აქცია გამართა. მოსწავლეები სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან. დემონსტრაცია ფლორიდაში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც სკოლაში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები "ევროპული საქართველოს" წევრებს ხვდებიან.

თბილისში ჩუტყვავილას ინფექციით ბავშვი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო შესწავალა თუ რამ გახდა 6 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. პირველადი ინფორმაციით, 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელს ჩუტყვავილას გართულებული ფორმა დაუდგინდა. ამ დროისთვის ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილეს და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ხვდებიან. მერიის მაღალჩინოსნები ოპოზიციურმა პარტიამ გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე განმარტებებისთვის დაიბარეს. 

თბილისის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა. კახა კალაძის განცხადებით, დღის წესრიგში დგას ახალი ინიციატივა საპარკინგე ზონების მოწყობის შესახებ. პირველი ასეთი ზონა ფილარმონიის მიმდებარეე ტერიტორიაზე, მიწისქწვეშ გაკეთდება. 

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი - დაშავდა. დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მდინარაძის შეხვედრა გუბერნატორებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე და უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მასზე საუბარი იყო შრომისა და მშენებლობის უაფრთხოების საკითხებზე, ასევე მიწის რეგისტრაციის შესახებ.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ავტოსაგზაო შემტხვევა მოხდა ვაჟა ფშაველას გამზირზეც. 2 გაჩერებულ ავტომობილს ერთი ავტომობილი შეეჯახა. როგორც დაშავბებული მანქანის მძღოლი ამბობს, დაშავებით არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ. 

გადადებული რეისები

გადადებული და გაქუმებეული რესიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ძლიერი ნისლის გამო მიუნხენიდან მომავალი თვითმფრინავი უკან გაბრუნდა, კიევის რეისი კი ჯერ ქუთაისის აეროპორტში, შემდეგ კი თბილისში დაჯდა. 

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს გერმანიაში პრინტერის კარტრიჯების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომელმა დაინახა, როგორ დამალა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქურთუკის ქვეშ 400 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯი და პოლიცია გამოიძახა. 

"ევროპული საქართველო" ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი გახდა

ევროპული საქართველო საერთაშორისო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციაში ათობით პარტიაა გაერთიანებული, რომლებიც მრავალი წელია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. პარტიული ოჯახის შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართა და ორი დღის მანძილზე გაგრძელდა. ევროპული საქართველო სექტემბრიდან ევროპის სახალხო პარტიის წევრიცაა.