კალაძემ პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშა

მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი - შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა.

ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია

ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება. საბაგირო ტრანსპორტი აქ მე-20 საუკუნის 50- იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. 

ჭოველიძის ქუჩაზე ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გაქურდეს

ძარცვა თბილისში. ჭოველიძის ქუჩაზე ესთეტიკური ცენტრი გაქურდეს. ფაქტი თანამშრომლებმა დღეს დილით, სამსახურში მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს. 

დაკავება კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. 

სესიაშვილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა. 

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, როლის თანახმადაც, პროკურატურ სამწუხაროს უწოდებს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას. 

ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან

ჟურნალისტ ნათია კობერიძის განცხადებით, ლგბტ პირთა უფლებების დაცვის გამო, წამებითა გაუპატიურებით ემუქრებიან. როგორც ნათია კობერიძემ განაცხადა, მუქარის შემცველი წერილები ფეისბუქზე ტელეკომპანია კავკასიაში, თოქ-შოუ ბარიერის სტუმრობის შემდეგ მიიღო. 

ე.წ. საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მოქალაქე ისევ ტყვეობაშია

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მისი გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს. 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პრაღაში აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა იმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბრის მთავარი თემა სწორედ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა იქნება.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

ევროსასამართლოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის საბოლოო განხილვა ხვალ გაიმართება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრასბურგში 2013 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მტკიცებულებაა გაგზავნილი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

მეტროს მემანქანეების აქცია

მეტროს მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვის უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით, კიდევ ერთხელ შეუზღუდა. თბილისის მეტროს მემანქანეებსა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ვარდების მოედანისთვის სახელის გადარქმევის საკითხი

საკრებულოში სახელდების კომისია საჯარო განხილვისთვის ემზადება. კომისიის წევრები და მოქალაქეები უმრავლესობის ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ვარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა პირვლი რესპუბლიკის სხელი დაერქვას.

"ბასიანის" მფლობელი დაკითხვაზე დაიბარეს

გამომძიებლების კითხვებს კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი პასუხობს. კლუბის მეპატრონისთვის პოლიციის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორებთან მეპატრონეებს კავშირი არ აქვთ.

ნარკოპოლიტიკის განხილვაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო

უკვე რამდენიმე საათია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობს. დღის წესრიგშია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაცია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგება. 

ძიუდოისტებმა ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს

აჭედილი კარი და სკამი სანაგვეზე. ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს, კაბინეტიდან გამოიტანეს მისი სკამი და სანაგვე ურნაში გადააგდეს. 

ერდოღანმა ბოსნიაში სააგიტაციო მიტინგი ჩაატარა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბოსნიაში ერთდღიანი ვიზიტის დროს, ევროპაში მცხოვრები თურქებისთის ორგანიზებულ  მიტინგზე გამოვიდა. 

პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემმგზავრა სადაც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. 

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვა.

ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურატურას მიმართა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა შოთაძის უწყებას მიმართავს და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. 

დალუქული კლუბები და გადადებული შეხვედრა

‘’თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები’’ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაანონსებული შეხვედრის ორგანიზებას ისევ ითხოვენ. პარალელუად მოძაობის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობენ პროტესტის განახლებაზე და იმ კითხვებზე საუბრობენ, რაც სამინისტროს მისამართით აქვთ. გახარიას უწყებასთან კითხვები აქვთ დალუქული კლუბების მფლობელებსაც. დამფუძნებლებმა სამართლებრივი ბრძოლის გზები დღეს იურისტებთან შეათანხმეს. 

ქალთა მიმართ ძალადობა - ინგა გრიგოლიას უცნობი მამაკაცი ემუქრება

 ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და ბოლო ფაქტი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით გახორციელებული მუქარა. 

ჩეჩნეთში ეკლესიაზე თავდასხმაში ისლამურ კვალს უარყოფენ

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ცნობის, რომ გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება ილსამური სახელმწიფო დგას.

ბრძოლა ვიდეო თამაშების წინააღმდეგ

შეერთებული შტატების სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია – განცხადება ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა გააკეთა. 

ენიო მორიკონეს კონცერტი

„ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა.მუსიკოსი  მსმენელის    წინაშე  რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგა. მორიკონემ კონცერტი საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართა. კონცერტი  საათ ნახევრის განმავლობაში სრული  ანშლაგით   ჩატარდა .

ვოკალური მუსიკის საღამო

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართა.  ღონისძიებაზე ზურაბ სოტკილავა გაიხსენეს.  კონსერვატორიიის სტუდენტებმა  თეიმურაზ გუგუშვილის ხელმძღვანელობით სოტკილავას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები შეასრულეს.

ინგა გროგოლია: ,,წლებია მუქარის, შანტჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ"..

ტელეკომპანია პირველის   გადაცემა რეაქციის წამყვანი   და  ჟურნალისტი   ინგა გრიგოლია   შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიმართავს  რომ   მისი  უსაფრთხოება  დაიცვან.  ინგა  გრიგოლიაზე  უცნობი მამაკაცი   წლებია   ფსიქოლოგიურ   ძალადობას  ,  მუქარასა და  შანტაჟს ახორციელებს,   ამის შესახენ ჟურნალისტი  სოციალურ ქსელში   წერს . ინგა გრიგოლია   წერს რომ უცნობი მამაკაცი      წლების განმავლობაში ემუქრება    და   არარსებულ   წართმეულ  ქონებას სთხოვს.

მუზეუმების ღამე

აქცია - „ღამე მუზეუმში“  .  რომლის   ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმმა, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლა   და მრავალფეროვანი  პროგრამა  შესთავაზა.  აქციას საფუძველი  2005  წელს  ჩაეყარა ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ  რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის  „ღამე  მუზეუმში“ ტრადიციად  დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

წიგნის პრეზენტაცია

 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში  გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის , პროფესორ  რევაზ ბარამიძის 90 წლისთავისადმი   მიძღვნილი საიუბილეო საღამო და მისი ფუნდამენტური  სამეცნიერო ნაშრომის-"სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ზნეობრივი იდეალის"  წარდგინება-პრეზენტაცია  გაიმართა .  საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, პრეზიდიუმის წევრები, სასულიერო პირები  და სხვა მოწვეული სტუმრები .

ზედაპირული წყლების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები,  თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა  და ლისის ტბაზე, საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მაისის თვიდან  სექტებმრის თვის ჩათვლით, ზედაპირული წყლების   რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ. სპეციალისტებმა ამჯერად,  წყლის სინჯები  ლისის ტბაზე  აიღეს და  წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს.